ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (გიფ) – თბილისი“
ფონდი „გიფ–თბილისი“ არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ამოცანაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის რეფორმირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებებზე ზრუნვა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. იგი ეხმარება მთავრობებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებსა და სხვა განვითარებაზე ორიენტირებულ ინსტიტუციებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებაში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

“გლობალური ინიციატივას ფსიქიატრიაში” თვლის, რომ ყოველ ადამიანს დედამიწაზე თავისი შესაძლებლობების სრულად რეალიზების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მისი პიროვნული მოწყვლადობის ან ცხოვრებისეული გარემოებების მიუხედავად. შესაბამისად, ყოველ საზოგადოებას აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, შექმნას ყოვლისმომცველი, ინტეგრირებული სისტემა ეთიკური, ჰუმანური და ინდივიდუალური მკურნალობის, სამედიცინო დახმარებისა და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად; და აგრეთვე შეეწინააღმდეგოს ფსიქიკური აშლილობის მქონე ან ამ მიზეზით მკურნალობის ისტორიის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას. პროგრესული, ყოველგვარი ცრურწმენისაგან თავისუფალი სამსახურების სისტემა ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, როგორც ამ მომსახურების მიმღებ, ასევე ამ მომსახურების უზრუნველმყოფ ადამიანებს შორის; იცავს როგორც მომხმარებელთა (იუზერთა) უფლებებს, ასევე მომსახურების მიმწოდებელთა ეთიკურ ავტონომიას, და ამსუბუქებს მომხმარებელთა, მათი ოჯახებისა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართვას დახმარების ლობირებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მიღწევის პროცესში.

ორგანიზაციამ მოღვაწეობა დაიწყო 2003 წლის მაისში სახელწოდებით “ჟენევის ინიციატივა ფსიქიატრიაში- თბილისი”. 2005 წლის აპრილში ის დარეგისტრირდა, როგორც ადგილობრივი ფონდი, შეეცვალა სახელი და “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” (გიფ-თბილისი) ეწოდა. გიფ-თბილისი ნაწილია საერთაშორისო ქსელისა, რომელიც გიფ - ჰილვერსუმს (ჰოლანდია), გიფ -სოფიასა (ბულგარეთი) და გიფ –ვილნიუსს (ლიტვა) აერთიანებს – თანამშრომლობის ფედერაციული მემორანდუმის ქვეშ.

ბოლო წლების სპეციფიური თემატური პროგრამებია:

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა და ადვოკატირება
  • ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების ხელშეწყობა
  • დეინსტიტუციონალიზაციის უზრუნველყოფა და თემზე დაფუძნებული სერვისების ხელშეწყობა
  • სასამართლო ფსიქიატრიიის და ციხის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარება
  • "აივ/შიდსი და ფსიქიკური ჯანმრთელობა" – ორმაგი სტიგმის გადალახვა
  • კანონმდებლობის და სფეროს პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავების, ასევე საჯარო ფინანსების საკითხებში ჩართულობა
  • ტრავმირებული მოსახლეობის ფსიქოსოციალური დახმარება და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა

საკონტაქტო ინფორმაცია:
   
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის ქ.49ა
ტელეფონი: 21 40 06, 21 40 08. ფაქსი: 23 53 14
ელ–ფოსტა: tbilisi@gip-global.org
ვებ–გვერდი: www.gip-global.org
ხელმძღვანელი: ნინო მახაშვილი (აღმასრულებელი დირექტორი)
საკონტაქტო პირი: თამარ ოკუჯავა
 

 

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული ამბულატორიული სერვისის მოდელის შემუშავება და პილოტირება